![]() წინანდალითეთრი მშრალი ღვინო
დამზადებულია რქაწითელისა და მწვანეს ჯიშის ყურძნისაგან, რომლებიც გაშენებულია კახეთში, წინანდლის მიკროზონაში. ღვინო გამოირჩევა ღია ჩალისფერით, განვითარებული ბუკეტით, ჰარმონიული, სრული გემოთი. |
![]() ალაზნის ველითეთრი ნახევრადტკბილი ღვინო
დამზადებულია რქაწითელი, მწვანე, ცოლიკაური, თეთრას ჯიშის ყურძნისაგან, რომლებიც გაშენებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. ღვინოს ახასიათებს ჩალისფერი, ხალასი ბუკეტი, ხავერდოვანი გემო, სასიამოვნო სიტკბო და ხილის ტონები. მოხმარების რეკომენდებული ტემპერატურა 16-18˚С. |
![]() ალაზნის ველივარდისფერი ნახევრადტკბილი ღვინო
|
![]() საფერავიწითელი მშრალი ღვინო
დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც გაშენებულია კახეთში. ღვინოს ახასიათებს მუქი წითელი ფერი, სრული ბუკეტი, დახვეწილი, ჰარმონიული გემო და სასიამოვნო სიმწკლარტე. |
![]() ფიროსმანიწითელი ნახევრადმშრალი ღვინო
დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც გაშენებულია კახეთში. ღვინოს ახასიათებს მუქი წითელი ფერი, ხალასი ბუკეტი, ძლიერი ხილის არომატი და სასიამოვნო სიტკბო. |
![]() ალაზნის ველიწითელი ნახევრადტკბილი ღვინო
დამზადებულია საფერავის, ალექსანდროული, მუჯურეთული, ოჯალეშის ჯიშის ყურძნისაგან, რომლებიც გაშენებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. ღვინოს ახასიათებს წითელი ფერი, ხალასი ბუკეტი, ხავერდოვანი გემო, სასიამოვნო სიტკბო და ხილის ტონები. მოხმარების რეკომენდებული ტემპერატურა 16-18˚С. |