საქართველო
|
საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე. დასავლეთით შავი ზღვა და თურქეთი ესაზღვრება, სამხრეთით _ სომხეთი, აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი და კავკასიის ქედი, ჩრდილოეთის მხრიდან კი - რუსეთი. ეს სტუმართმოყვარე ქვეყანა ეპატიჟება ტურისტებს მწვადსა და "ქინძმარაულზე" თავისი გრძელი სადღეგრძელოებით. აღსანიშნავია საქართველოს ქალაქები _ დედაქალაქი თბილისი თავისი ტაძრებით, თეატრებით, გოგირდის აბანოებით, მყუდრო ქუჩებითა და სამწვადეებით, ქუთაისი - კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი, ბათუმი - ძველი შენობებისა და თანამედროვე ზღვისპირა კურორტის სამხრეთ კოქტეილი, რომელიც მდებარეობს აჭარის რეგიონში, განთქმული რელიქტური ტყეებითა, შავი ზღვის თბილი სანაპიროებით და სუბტროპიკული კლიმატით. ასევე უფრო მოკრძალებული, თუმცა არანაკლებ საინტერესოები - გორი, ზუგდიდი, ფოთი და რუსთავი. და, რა თქმა უნდა, მცხეთა, რომელიც ცნობილია თავისი სულიერებითა და მოსალოცი წმინდა ადგილებით. შეუძლებელია ჩამოვთვალოთ ყველა ქალაქი და სოფელი, რომლებიც ასახავს ქვეყნის ისტორიას და გარშემორტყმულია ულამაზესი პეიზაჟებით. საქართველოს ყოველი კუთხე ინდივიდუალურია და სხვადასხვა მახასიათებლებით გამოირჩევა - გურია საინტერესოა შავი ქვისგან აშენებული ტაძრებით და ურეკის შავი ქვიშით. კახეთში თქვენ გელით "სიყვარულის ქალაქი" სიღნაღი, უძველესი ციხეები და თვალუწვდენელი ვენახები, აქაურობის მონახულობა რთველიის დროს ყველაზე კარგია. თუ მანქანით მოგზაურობთ, WINE ROUTE-ის მანიშნებელი გიჩვენებთ უამრავ ღვინის ქარხანას და მათ საწყობებს - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხშირად მონახულებადი - "გრუზვინპრომია", რომელიც გურჯაანში მდებარეობს. ეს არის დიდი ღვინის ქარხანა, რომელიც კიდევ ფართოვდება, ხშირად აწყობს დეგუსტაციებს და სპეციალურად ამისთვის ააშენა პატარა სახლი. ქარხნის ტერიტორიაზევეა - თვალისმომჭრელი უძველესი მარანი რამდენიმე ასეული ქვევრით. სამთო-სათხილამურო კურორტებისა და „სნოუბორდის“ მიმდევრები საქართველოში ნახავენ ბრწყინვალე ფერდობებს „ფრირაიდისა“ და „ჰელისკისთვის“ - გუდაური, ბაკურიანი, სვანეთი - კოშკების ქვეყნის კურორტი და გოდერძი. აქაური კლიმატი საშუალებას გაძლევთ ისრიალოთ ნოემბრიდან მაისამდე. ასევე საქართველოში არის დაახლოებით ორი ათასამდე სამკურნალო მინერალური და თერმული წყლები, სამკურნალო ტალახები, ჯადოსნური შავი ქვიშა, სუფთა მთის, ტყის და ზღვის ჰაერი, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა დაავადებისგან კურნავს. მსოფლიოში ცნობილი კურორტი ბორჯომი, წყალტუბო, რომელიც ყოფილ დიდებას იბრუნებს, ახტალა, შოვი, საირმე და ქვეყნის სხვა ბალნეოლოგიური და გამაჯანსაღებელი კურორტი დაეხმარება მოგზაურს სხვადასხვა დაავადების განკურნებასა და იმუნიტეტის აღდგენაში.