BOLERO & COMPANY
|
"ბოლერო და კომპანი" წარმოადგენს საქართველოში უმსხვილეს სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფის ნაწილს, რომელშიც ასევე შედიან კომპანიები: შპს "გრუზვინპრომი", შპს "კ და ქართული სპირტი", შპს „უნივერსალ სპირიტსი“ და ფოთის პორტის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სასაწყობე ტერმინალი/ტერიტორია.
ერთობლივად, საწარმოთა ჯგუფი ამუშავებს საქართველოში მოყვანილ ყურძნის ნახევარზე მეტს. "ბოლერო და კომპანი" და მასში შემავალი საწარმოო ჯგუფი სპეციალიზირებულია მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებაზე, რომელიც ორიენტირებულია მასიურ მომხმარებელზე. ამისთვის კომპანია ატარებს საქმიანობის სრულ ციკლს : გულდასმით შერჩეული ყურძნის შეძენიდან დაწყებული, ღვინის წარმოებით და საკუთარ რეზერვუარებში შენახვით დასრულებული. პროცესის ყველა ეტაპი კონტროლდება კომპანიის გამოცდილი ტექნოლოგების მიერ.
ღვინისა და საკონიაკე სპირტების დიდი ასორტიმენტის და სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფში დასაქმებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დამსახურებაა, რომ სულ მცირე დროში Bolero & Company-მ შეძლო ეწარმოებინა მაღალი ხარისხის ღვინო და ბრენდი, რომლებმაც პროფესიონალთა და ღვინის მოყვარულთა აღიარება მოიპოვეს.
ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია,იტალია, ავსტრია, პოლონეთი, ჩინეთი და ა.შ.
ყველაზე ცნობილი სავაჭრო ნიშნებია - დავით ივერიელი, ბეთანელი, დაისი, ბერიკონი, ტალავარი, იორელი, მირონი და სხვა. Bolero & Company ასევე აწარმოებს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს, როგორიცაა წინანდალი, ქინძმარაული, მუკუზანი. ასევე ბრენდის - არაგვი, ვარციხე, გრემი.