"ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 2018-ზე" ჩვენმა ღვინომ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
"დაისი" ქისი 2017 - ვერცხლი
ღონისძიების შესახებ:
ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს ორგანიზებითა და "ღვინის ეროვნული სააგენტო"-ს მხარდაჭერით, 2018 წლის 3 და 4 მაისს, თბილისში ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. კონკურსზე წარდგენილი იყო 70 როგორც დიდი კომპანიის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნის 200-მდე ღვინის ნიმუში, რომლებიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის წევრები იყვნენ: გიორგი დაქიშვილი, ფილიპ ლესპი, დავით ჩიჩუა, ლიზა გრანიკი, ქეთევან ჯურხაძე.