მოვლენები
"მე-20 ღვინისა და სპირიტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა – INTERWINE CHINA"

"მე-20 ღვინისა და სპირიტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა – INTERWINE CHINA"

21
მაი
2018
21 მაი 2018

მიმდინარე წლის 18-20 მაისს ჩინეთში ქალაქ გუანჯოუში გაიმართა "მე-20 ღვინისა და სპირიტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა – INTERWINE CHINA".

გამოფენაზე 50-ზე მეტი ქვეყანა იყო წარდგენილი, დამთვალიერებლების
რაოდენობა 40 000 აღემატებოდა, რომელთა შორისაც ღვინის პროფესიონალი
ექსპერტები და იმპორტიორები ჭარბობდნენ.

Bolero & Co. წელს ჩინეთს მეორედ სტუმრობდა. "INTERWINE-ზე" კომპანია
ინდივიდუალური სტენდით და მრავალფეროვანი პროდუქციით იყო წარდგენილი.
ქართული ღვინო, ჭაჭა და ბრენდი ჩინელი მომხმარებლის სულ უფრო და უფრო მეტ
დაინტერესებას იწვევს. გამოფენამ წარმატებით ჩაიარა, დამყარდა ახალი
კონტაქტები და გაფორმდა გრძელვადიანი ხელშეკრულებები.