მოვლენები
ქვევრის ღვინის მარნის გახსნის საზეიმო ცერემონია

ქვევრის ღვინის მარნის გახსნის საზეიმო ცერემონია

14
მაი
2018
14 მაი 2018
2018 წლის 9 მაისს, ქ.გურჯაანში Bolero & Co - ის ქარხანაში ქვევრის ღვინის მარნის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
 
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ საწარმო დაათვალიერა. ამასთან ერთად, შედგა ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის დეგუსტაცია. 
პრეზენტაციაზე კომპანიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს საკუთარი თავი წარუდგინა და განხორციელებულ თუ სამომავლო პროექტებზე ესაუბრა. პრეზენტაციას დაესწრნენ როგორც მოწვეული სტუმრები საქართველოდან , ისე “Bolero & Company”-ს უცხოელი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები: საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან.
ქარხნის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ძველი ქვევრის მარანია, რომელშიც
განლაგებულია 250-მდე ქვევრი, რომელთაგან უმცირესი 800 ლიტრის ტევადობისაა,
უდიდესი კი 4 ტონის.
 
გარდა ამისა, ღონისძიებაზე კიდევ ერთი ძველი მარანი გაიხსა, სადაც
საზეიმო ვითარებაში ახალი ქვევრი ჩადო თავად კომპანიის პრეზიდენტმა, ვახტანგ
კარიჭაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.