მოვლენები
Bolero at ProWein 2022

Bolero at ProWein 2022

18
მაი
2022
ProWein 2022
18 მაი 2022

Bolero & Company ტრადიციულად ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მნიშვნელოვან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა "ProWein"-ზე.

ProWein 2022 გაიმართა 15-17 მაისს, გერმანიაში, დიუსელდორფში. 3 დღიანი გამოფენის განმვალობაში თავი მოიყარა 5700 მონაწილემ 62 ქვეყნიდან, 38000-მა ვიზიტორმა კი 145 ქვეყნიდან. ჩვენს მიერ წარმოდგენილი პრემიალური ღვინოები, როგორც ევროპული სტილით დამზადებული, ასევე ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით ქვევრში, განსაკუთრებული დაინტერესება და მოწონება დაიმსახურეს ვიზიტორების მხრიდან.  აღიარება მოიპოვა საბადოს ციცქამ, რომელმაც ოქროს მედალი აიღო ისეთ პრესტიჟულ კონკურსზე, როგორიც გახლავთ მუნდუს ვინი 2022.