მოვლენები
Mundus Vini Spring Tasting 2023

Mundus Vini Spring Tasting 2023

01
მარ
2023
Mundus Vini Spring Tasting 2023
01 მარ 2023

Mundus Vini 2023-ის კონკურსზე საბადო ხიხვი ქვევრი 2021-მა ოქროს ჯილდო მოიპოვა. წლევანდელი Mundus Vini საგაზაფხულო დეგუსტაციის სესია 32-ედ ჩატარდა. Mundus Vini Grand International Wine Award მიიჩნევა ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან კონკურსად, სადაც წელს 7500-ზე მეტი ღვინო იყო წარმოდგენილი მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც დეგუსტაციას ექვსი  დღის განმავლობაში უწევდნენ აღიარებული ექსპერტთა ჯგუფი, მათ შორის ენოლოგები, წამყვანი სომელიეები, ღვინის ჟურნალისტები და მეცნიერები მთელი მსოფლიოდან.

ხიხვი ქვევრი თეთრი მშრალი ღვინო ხასიათდება მუქი ჩალისფერი შეფერილობით. არომატზე კარგად აქვს გამოხატული თაფლის, ჩირისა და ყვითელი ხილის ტონები, ყვავილოვანი და ეგზოტიკური ხილი. გემოზე არის ძლიერი, ენერგიული, მკვეთრად გამოხატული ტანინებით, ხანგრძლივი დაბოლოებით.