2019 წლის 5-10 ნოემბერს, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამოფენა China International Import Expo – CIIE გაიმართა. ჩინეთში გამართულ უმსხვილეს გამოფენაზე მონაწილეობას იღებდა 150-ზე მეტი ქვეყნის ბიზნეს და სამთავრობო დელეგაცია. საგამოფენო სივრცე 270 000 მ2, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობა 400 000-ზე მეტს შეადგენდა.
აღნიშნულ გამოფენაში კომპანიამ “Bolero & Company”-მ მონაწილეობა მიიღო და საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა. წარმოდგენილ პროდუქციას შორის იყო როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებული ქვევრის ღვინოები, ქართული ბრენდი და ჭაჭა, რომლებმაც მომხმარებლების, ღვინის მოყვარულებისა და პროფესიონალების განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურეს.
გამოფენის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა დაემყარებინათ და შეხვედრები გაემართათ ადგილობრივ თუ უცხოელ სტუმრებთან.