13 სექტემბერს გახდა ცნობილი Decanter Asia Wine Awards 2018-ის შედეგები.
აღნიშნულ კონკურსში “Bolero & Company“-ისთვის დიდი პატივია 4 ჯილდოს მოპოვება:
1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს.
™ დაისი ქისი 2016 - ვერცხლის მედალი -91 ქულა;
™ დაისი მწვანე 2016 -ბრინჯაოს მედალი- 87 ქულა;
™ დაისი რქაწითელი 2016- ბრინჯაოს მედალი- 86 ქულა;
™ კუპაჟი N8 2015- ბრინჯაოს მედალი- 86 ქულა;
პრესტიჟული ჯილდოების აღება აზია დეკანტერზე კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი კომპანიის წინსვლას, რომელიც განპირობებულია ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად.
DAWA (Decanter Asia Wine Awards), აზიაში ყველაზე მასშტაბიანი და აღიარებული კონკურსია, რომელიც ბრმა შეფასების პრინციპით ტარდება. კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები აზიის წამყვანი ენოლოგები და სომელიეები არიან. DAWA მიზნად ისახავს წარმოაჩინოს უმაღლესი ხარისხის ღვინოები და გასცეს რეკომენდაციები აზიის მასშტაბით მომხმარებლებისთვის.