WBWE
ყოველწლიურად საგამოფენო ცენტრი RAI Amsterdam მასპინძლობს World Bulk Wine Exhibition-ს, 2 დღიან ღონისძიებას, რომელიც წელს მეათედ 26-27 ნოემბერს ჩატარდა. გლობალური ტენდენციები, რომლებიც განსაზღვრავენ ყოველი წლის მოსავლის ბედს, წყდება სწორედ WBWE-ზე.
Bolero & Co აქტიურად ერთვება ამგვარ ღონისძიებებში. ჩვენი ალკოჰოლური სასმელები ამ წლის გამოფენაზე უამრავმა ვიზიტორმა დააგემოვნა.
International Bulk Wine Competition
კონკურსზე სულ 5 უმაღლესი ჯილდო Grand Gold გაიცა, აქედან ერთ-ერთი წილად ხვდა Bolero & Co-ს ჭაჭას Fresh White-ს.
ბრმა დეგუსტაცია 25 ნოემბერს ჩატარდა. 11 ქვეყნიდან წარდგენილი ალკოჰოლის 200 ნიმუში შეაფასა 26-მა პროფესიონალმა ჟიურიმ, რომელთა შორის იყვნენ მეღვინეები, ჟურნალისტები და მყიდველები. შეფასების კრიტერიუმი კი - რა თქმა უნდა უმაღლესი ხარისხი გახლდათ.
გარდა 5 გრანდ ოქროს მედლისა, 17 ოქროთი დააჯილდოვა კონკურსანტები International Bulk Wine Competition-მა. გამარჯვებულ ქვეყნებს შორის: საქართველოც გახლდათ. ჩვენმა ჭაჭამ Oak Fusion ოქროს მედალი მოიგო.