მოვლენები
Vinexpo America 2023

Vinexpo America 2023

14
მარ
2023
Vinexpo America 2023
14 მარ 2023

ბოლერო და კომპანიამ მეორედ მიიღო მონაწილეობა ისეთ მნიშვნელოვან გამოფენაზე როგორიც Vinexpo America 2023-ია, რომელიც გაიმართა 8-9 მარტს ნიუ-იორკში, Javits Center-ში. ჩრდილოეთ ამერიკა ალკოჰოლური სასმლების მოხმარების უმსხვილეს ბაზარად მიიჩნევა მსოფლიოში. ორდღიანი საგამოფენო პერიოდის განმავლობაში ბოლერო და კომპანიამ წარადგინა პრემიალური ღვინოები და ალკოჰოლური სასმელები. გამოფენამ გააერთიანა  440 მონაწილე მსოფლიოს 32 ქვეყნიდან. Vinexpo America-ს მსვლელობისას ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მნიშვნელოვანი შეხვედრები და დეგუსტაციები გაგვემართა ალკოჰოლური სასმელების წარმომადგენლებთან და გაგვეზიარებინა მათთვის ჩვენი მეღვინეობის ისტორია.