პროდუქცია
ღვინო
ქართული ღვინო

რქაწითელი

თეთრი მშრალი ღვინო

ღვინო გამოირჩევა ღია ჩალისფერით, ხალასი, ჰარმონიული გემოთი, განვითარებული ბუკეტით ყვავილების ტონებით.

წინანდალი

თეთრი მშრალი ღვინო
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო

საფერავი

წითელი მშრალი ღვინო

ღვინო ლამაზი ლალისფერი ბორდოს ელფერით, არომატი კომპლექსური და მრავალმხრივი, შავი თუთის და ალუბლის ტონებით. გემო ელეგანტური რბილი ტანინებით და მსუბუქი მჟავიანობით.

მუკუზანი

წითელი მშრალი ღვინო

ღვინო მდიდარი ლალისფერია ძოწის ელფერით. არომატი ალუბლის ტონებით და მუხის ნაზი ნოტებით. მდიდარი, ხავერდოვანი ხანგრძლივი გემო ტანინების და წითელი კენკრის  არომატით.

ფიროსმანი

წითელი ნახევრადმშრალი ღვინო

ღვინო ცოცხალი, მუქი ლალისფერია, მაყვლის და შავი პილპილის პიკანტური არომატით. გემოთი ელეგანტური, გამოხატული ჯიშური არომატით, სრული, მწიფე ტანინის სტრუქტურით. გემობრივი თვისებების განსაკუთრებული ჰარმონიულობა ხაზს უსვამს ამ ღვინის ინდივიდუალურობას.

ბეთანელი ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრადტკბილი ღვინო

ღვინო მუქი ლალისფერია ქლიავის ელფერით. იგი გამოირჩევა დახვეწილი ბუკეტით და დამახასიათებელი ჰარმონიული, მაყვლის და ბლის დაბალანსებული გემოთი, შავი პილპილის ელეგანტური ნოტებით და სრული ხანგრძლივი გემოთი.

ხვანჭკარა

წითელი ნახევრადტკბილი ღვინო

ახაშენი

წითელი ნახევრადტკბილი ღვინო

ღვინო გამოირჩევა მუქი მეწამული ფერით და მდიდარი არომატით შავი კენკრის, მაყვლის და ალუბლის ნოტებით, წიწაკის ჰარმონიული ნოტების ფონზე, დახვეწილი ტანინებით და ხანგრძლივი გემოთი.

ბეთანელი ალაზნის ველი წითელი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრადტკბილი ღვინო

ღვინო ბროწეულისფერია, ახასიათებს შავი მოცხარის და მწიფე ალუბლის მკვეთრი ნოტები, სრული გემო კარგი სტრუქტურით, დაბალანსებული, რბილი ტანინები, სასიამოვნო ხანგრძლივი გემო.

კუპაჟი №8

წითელი ღვინო

ღვინო გამოირჩევა ლალის ფერით, კომპლექსური ბუკეტით, სრული გემოთი, სასიამოვნო ხილის ტონებით.