წინანდალი

თეთრი მშრალი ღვინო

დამზადებულია რქაწითელისა და მწვანეს ჯიშის ყურძნისაგან, რომლებიც გაშენებულია კახეთში,  წინანდლის მიკროზონაში. ღვინო გამოირჩევა ღია ჩალისფერით, განვითარებული ბუკეტით, ჰარმონიული, სრული გემოთი. 

ალაზნის ველი

თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო

დამზადებულია რქაწითელი, მწვანე, ცოლიკაური, თეთრას ჯიშის ყურძნისაგან, რომლებიც გაშენებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. ღვინოს ახასიათებს  ჩალისფერი, ხალასი ბუკეტი, ხავერდოვანი გემო, სასიამოვნო სიტკბო და ხილის ტონები.  მოხმარების რეკომენდებული ტემპერატურა 16-18˚С.

ალაზნის ველი ვარდისფერი

ალაზნის ველი

ვარდისფერი ნახევრადტკბილი ღვინო

საფერავი

წითელი მშრალი ღვინო

დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც გაშენებულია კახეთში. ღვინოს ახასიათებს მუქი წითელი ფერი, სრული ბუკეტი, დახვეწილი, ჰარმონიული გემო და სასიამოვნო სიმწკლარტე.

ფიროსმანი

წითელი ნახევრადმშრალი ღვინო

დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც გაშენებულია კახეთში. ღვინოს ახასიათებს მუქი წითელი ფერი, ხალასი ბუკეტი, ძლიერი ხილის არომატი და სასიამოვნო სიტკბო.

ალაზნის ველი

წითელი ნახევრადტკბილი ღვინო

დამზადებულია საფერავის, ალექსანდროული, მუჯურეთული, ოჯალეშის ჯიშის ყურძნისაგან, რომლებიც გაშენებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. ღვინოს ახასიათებს წითელი ფერი, ხალასი ბუკეტი, ხავერდოვანი გემო, სასიამოვნო სიტკბო და ხილის ტონები. მოხმარების რეკომენდებული ტემპერატურა 16-18˚С.