ალაზნის ველითეთრი ნახევრადტკბილი ღვინო
|
ტვიშითეთრი ნახევრადტკბილი ღვინო
"ტვიში” - ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისაგან, ტკბილის არასრული დადუღებით. ღვინო "ტვიში” ხასიათდება ღია ჩალისფერიდან ჩალისფერამდე შეფერვით, ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ჯიშური არომატითა და სასიამოვნო სიტკბოთი. რეგიონი: მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ტვიში" მდებარეობს ლეჩხუმში, ცაგერის ადმინისტრაციულ რაიონში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში, ზღვის დონიდან 435 მ სიმაღლეზე. დააგემოვნეთ: ხილის სალათებთან, ნუშთან, მსუბუქ დესერტებთან, გოგრასთან. ალკოჰოლი: 11-12% |
წინანდალითეთრი მშრალი ღვინო
|
ალაზნის ველიწითელი ნახევრადტკბილი ღვინო
|
ახაშენიწითელი ნახევრადტკბილი ღვინო
|
ოჯალეშიწითელი ნახევრადტკბილი ღვინო
|
ქინძმარაულიწითელი ნახევრადტკბილი ღვინო
|
ხვანჭკარაწითელი ნახევრადტკბილი ღვინო
"ხვანჭკარა” - ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო "ხვანჭკარა” ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებითა და ჯიშური არომატით. რეგიონი: ღვინო "ხვანჭკარის” მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფელ ხვანჭკარის მახლობლად მდებარე სოფლებს: წესი, კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ჭრებალო, ჭყვიში, ჟოშხა, ქვიშარი, ღვარდია, ბარეული, ღადიში, ბაჯი, ბუგეული, საკეცია, ჯვარისა, იწა, კრიხი, ახალსოფელი, გორი, ხიმში, აბანოეთი. დააგემოვნეთ: ლობიოსთან, ლობიანთან, ქართულ ნუგბართან, გოგრასთან. დაგემოვნებისათვის სასურველი ტემპერატურა: 10-14°C — 50-57°F ალკოჰოლი: 11.5% |
ფიროსმანიწითელი ნახევრადმშრალი ღვინო
|
მუკუზანიწითელი მშრალი ღვინო
|
საფერავიწითელი მშრალი ღვინო
|