მოვლენები
ღვინის საერთაშორისო კონკურსი საკურა 2020

ღვინის საერთაშორისო კონკურსი საკურა 2020

14
თებ
2020
SAKURA 2020
14 თებ 2020

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ალადასტური ქვევრი 2018-მა მოიპოვა ოქროს ჯილდო 2020 წლის "საკურას" ღვინის კონკურსზე.

2020 წლის 28 და 29 იანვარს ტოკიოში ბრმა დეგუსტაციის პრინციპით ჩატარდა კონკურსი „Wine and Spirits Culture Association“-ის მიერ. 560 იაპონელმა ქალმა ღვინის ექსპერტმა 4333 ალკოჰოლური სასმლის ნიმუშები შეაფასეს მსოფლიოს 29 ქვეყნიდან.

SAKURA Awards 2014 წლიდან ტარდება, როგორც პირველი საერთაშორისო ღვინის კონკურსი, სადაც მხოლოდ იაპონიელი ქალი ჟიურის წევრები ჰყავთ. იუმი ტანაბეს ხელმძღვანელობით, საკურა უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის კონკურსია აზიაში. კონკურსის შედეგები ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს როგორც იაპონიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

FOODEX JAPAN 2020 – ის გამოფენის განმავლობაში, 10 – დან 13 მარტამდე, წარმოდგენილი იქნება SAKURA– ს ჯილდოს მფლობელი ღვინოები.