მოვლენები
ლონდონის ღვინის გამოფენა 2023

ლონდონის ღვინის გამოფენა 2023

18
მაი
2023
LONDON WINE FAIR 2023
18 მაი 2023

ბოლერო და კომპანის ჰქონდა პატივი მონაწილეობა მიეღო LONDON WINE FAIR 2023-ზე, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღვინის ღონისძიებად მსოფლიოში. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ჩვენი მეღვინეობისათვის იყო სასიამოვნო გამოცდილება და ასევე შესაძლებლობა  წარგვედგინა ქვევრის პრემიუმ და კლასიკური ევროპული ტექნოლოოგით დამზადებული ღვინის ფართო არჩევანი ლონდონის გამოფენაზე თავშეყრილ უამრავი ვიზიტორისათვის მთელი მსოფლიოდან. LONDON WINE FAIR თანაბრად იზიდავს ღვინის ექსპერტებს, ენთუზიასტებს,  ღვინის კრიტიკოსებს, სომელიეებსა თუ უბრალოდ ღვინის მოყვარულებს. ჩვენი სტენდის ირგვლივ შეკრებილი ვიზიტორების ნაკადი არ წყდებოდა, განსაკუთრებული მოწონება ქვევრის რქაწითელმა და ქვევრის ხიხვმა დაიმსახურა.

ჩვენი გამოცდილება ლონდონის ღვინის გამოფენაზე დასამახსოვრებელი იყო, მოგვეცა საშუალება  ღვინის ენთუზიასტებისთვის და ექსპერტებისთვის, გაგვეზიარებინა ჩვენი მეღვინეობის შესაძლებლობები და დაგვემყარებინა საჭირო ბიზნეს კავშირები ბრიტანეთის ბაზარზე.