მოვლენები
ქვევრის ღვინის კონკურსი 2021

ქვევრის ღვინის კონკურსი 2021

12
აგვ
2021
ქვევრის ღვინის კონკურსი
12 აგვ 2021

ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2021 წლის 7 და 8 აგვისტოს, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. წელს ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე 400 ღვინის ნიმუში იყო წარმოდგენილი. თითოეული ღვინო გასინჯა და შეაფასა ქართველი ღვინის ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ.

ბოლერო და კომპანის ქვევრის ღვინოებმა, ექვსი მედლის მოპოვებით კიდევ ერთხელ აჩვენა მაღალი ხარისხი. განსაკუთრებით თეთრი ქვევრის ღვინოებმა მოახდინა შთაბეჭდილება ჟიურიზე და მოიპოვა ოქროს მედლები: ქისი 2020, ხიხვი 2020, რქაწითელი 2018;

საფერავი 2020-მა მიიღო ვერცხლი, ხოლო ალადასტური 2020-მა და მწვანე 2018-მა მიიღო ბრინჯაოს მედალები.